საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტასმანიაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე

19 მარტს, COVID-19 მასიური გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ტასმანიის მთავრობამ, შტატის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნული, ასევე, გულისხმობს ტასმანიის საზღვრებზე გამკაცრებული რეგულაციების დაწესებას.

 

2020 წლის 20 მარტის 00:00 სთ-დან:

·         ტასმანიაში ავსტრალიის ძირითადი ტერიტორიიდან ჩამავალ მგზავრებს (განსაკუთრებული/გადაუდებელი საჭიროების გარდა) და მათ შორის ტასმანიის რეზიდენტებს  მოეთხოვებათ სავალდებულო 14 დღიანი თვითიზოლაცია;

·         სავალდებულო თვითიზოლაცია არ ეხებათ განსაკუთრებული/გადაუდებელი საჭიროების მუშაკებს (ჯანდაცვისა და  გადაუდებელი დახმარების მუშაკები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, საჰაერო და საზღვაო ბორტების წევრები, სპეციალისტები);

·         თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის დაწესდება ფულადი ჯარიმა 16,800 დოლარამდე.  

·         ნებისმიერი მგზავრი, ტასმანიაში შესვლამდე ვალდებულია შეავსოს შტატის მიერ შემუშავებული ე.წ. „ჩამსველელის ბარათი“ (Tasmania Arrivals Card), რომელშიც უნდა წარმოადგინოს მოგზაურობის ისტორია და თვითიზოლაციის გეგმა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

http://www.premier.tas.gov.au/releases/nation_leading_border_restrictions_to_protect_tasmanians