საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

ქალბატონებო და ბატონებო!

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უნდა დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე ა.წ. 6 ოქტომბრის ჩათვლით.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია: 1. ქ. კანბერაში საქართველოს საელჩოში გამოცხადების (მისამართი: კარელა ვისტას ქუჩა N28, ომალი, კანბერა) ან საელჩოს ელექტრონულ მისამართზე ([email protected])  ქვემოთ მოცემული განცხადება-ანკეტის გადმოგზავნის გზით; 2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში შემდეგ ვებ-გვერდზე: http://intpass.cra.ge/ConsularMain.aspx.

საკონსულო აღრიცხვა ხორციელდება უფასოდ.