საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის მოკლე ბიოგრაფია

გიორგი დოლიძე

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

პროფესიული გამოცდილება

2011-2017 - უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

2006-2011 - უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

2005-2006 - ახალი საფრთხეებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსი, უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

2001-2003 - ექსპერტი, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ერთობლივი პროექტი

2000-2001 - ექსპერტი, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია

1997-2000 - ატაშე, მესამე მდივანი, მეორე მდივანი განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველო, სამხედრო პოლიტიკური დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

2011 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

2017 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.