საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი დოლიძის შეხვედრა ფიჯის პრეზიდენტთან

გიორგი დოლიძემ ვიზიტი  ფიჯის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მის აღმატებულება, რატუ ვილიამე მაივალილი კატონივერესთან  შეხვედრით  დაიწყო. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთიერთობები და გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი და მზაობა. ხაზი გაესვა განათლების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც ფიჯიმ  წარმატებული ექიმები შეიძინა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კლიმატის ცვლილებების, ისევე როგორც კოვიდ- პანდემიის წინააღმდეგ მიმართულ ერთობლივ მსოფლიო ძალისხმევაზე. ფიჯის პრეზიდენტის, ვილიამე კატონივერეს განცხადებით, ვაქცინაციის ტემპი ფიჯიზე მოსახლეობის ერთიანობის და პრობლემის დაძლევის ჯეროვანი მაჩვენებლი აღმოჩნდა. ხაზი გაესვა ასევე გარემოს დაცვის პრობლემატიკას და მასთან გამკლავების გზებს.

კოვიდ-პანდემით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გიორგი დოლიძე პირველი არარეზიდენტი ელჩია, რომელიც ფიჯის ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ფიჯის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისევე როგორც ქ. სუვაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებთან.